წყარო №6, წყალტუბო

წყარო №6, წყალტუბო


კურორტ წყალტუბოს ყველაზე დიდი სამკურნალო ბალნეოლოგიური ცენტრი, ცენტრალური პარკის შუაგულში.


ისტორია: ბალნეოცენტრი №6 აშენდა გ. ხიმშიაშვილის და მ. ტარასოვის პროექტის მიხედვით, 1950-1951 წლებში. ამ ადგილას ადრე ტბა იყო, რომელიც დააშრეს და ჭაბურღილების და წყლის მილების მეშვეობით გამოიყვანეს რადონის მინერალური წყალი. პროექტი არქიტექტურული და ჰიდროტექნიკის თვალსაზრისით მაღალ დონეზე შესრულდა. საბოლოო ჯამში, დღეში 1300 ადამიანისთვის პროცედურის ჩატარების შესაძლებლობას მიაღწიეს, 50 ადამიანზე გათვლილი ინდივიდუალური სააბაზანო განყოფილებებით.


მინერალური რადონის წყლის ცენტრალურ აუზში, დღესაც განრიგის მიხედვით ტარდება ჯგუფური კინეზოთერაპიის სეანსები.


ამ ბალნეო ცენტრს სხვანაერად „სტალინის წყაროსაც“ უწოდებენ, რადგან აქ სამკრუნალოდ თვითონ იოსებ ჯუღაშვილიც ჩამოდიოდა, რომლისთვისაც ცალკე შემოსასვლელის გარდა, აშენდა ინდივიდუალური შენობა, ბალნეოთერაპიისა და დასვენებისთვის.


დღეს: ცენტრის მიმღები, საცურაო აუზები, დარბაზები და მრავალი სხვა ოთახი მოპირკეთებულია საბჭოთა ეპოქის, 40-50-იანი წლების სტილში: ქართული მარმარილო, მოზაიკა, კერამიკა, ხე და ფერწერა.


2018 წელს „სტალინის წყაროს“ სრული რესტავრაცია დასრულდა. მფლობელები შეეცადნენ ისტორიული შენობის პირვანდელი სტილისა და ატმოსფეროს მაქსიმალურად შენარჩუნებას და ამასთან მის მორგებას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე, სამედიცინო აღჭურვილობით (სააბაზანო განყოფილება, მინერალური წყლის აუზები, ფიზიოთერაპიის, ბალნეოლოგიური და მასაჟის ოთახების, ექიმი-სპეციალისტების და დიაგნოსტიკური კაბინეტების) და კვალიფიცირებული სამედიცინო პერსონალით.


როგორ მუშაობს: ბალნეოლოგიურ სამკურნალო ცენტრ №6-ში პირველი ვიზიტისას, კურორტის ექიმის მიერ იქმნება კომპლექსური სარეაბილიტაციო პროგრამა, ან სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურების ინდივიდუალური გეგმა, გამოკვლევების და ანამნეზში მითითებული დანიშნულების და უკუჩვენებების გათვალისწინებით.


მისამართი: ქალაქ წყალტუბოს, საკურორტო პარკი, შენობა N6

სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ყოველდღე)

წყარო №6, წყალტუბო

*ფასები მოცემულია ლარში

ექიმის კონსულტაცია

20

ხერხ. ჰორიზონტ. გაჭიმვა

25

ელექტროთერაპიული პროცედურები

10

სამკურნალო კლასიკური მასაჟი

15

სამკურნალო ფიზკულტურა აუზში

13

პელოიდოთერაპია

15

ჰიდრომასაჟი

15

მინერალური წყლის აბაზანა

12

გინეკოლოგიური ირიგაცია მინერალური წყლით

16

აღმავალი შხაპი

8

ტალახის ტამპონადა + სტუმულ.

40

ცირკულარული შხაპი

8

შხაპი "შარკო"

10

ანტიცელულიტური მასაჟი

50

ჰიდროკოლონოთერაპია

75

პრესოთერაპია

30

სამკურნალო-სარელაქსაციო მასაჟი

50


გამაჯანსაღებელი ცენტრის პარტნიორი სასტუმროები

წყალტუბო სპა რეზორტი
წყალტუბო სპა რეზორტი

მინიმალური ფასი პერსონაზე : GEL 129.46

სასტუმრო ნიკალა
სასტუმრო ნიკალა

მინიმალური ფასი პერსონაზე : GEL 73.55

სასტუმრო პრომეთე
სასტუმრო პრომეთე

მინიმალური ფასი პერსონაზე : GEL 78