ბალნეოცენტრი №1, წყალტუბო

ბალნეოცენტრი №1, წყალტუბო


ისტორია: პირველი შენობა ერთერთი ძველი სააბაზანო განყოფილებაა საქართველოში, 1892 წელს აშენებული. ცნობილი იყო ადრე როგორც „დიდ აბანო“, „ძველი აბანო“ და როდესაც იოსელიანების ოჯახის კუთვნილებაში იყო - „იოსელიანის აბანოს“.


1923 წლამდე, შენობა ხის იყო, ხოლო 1927 დაიწყო მისი გადაკეთება ქვის და აგურის შენობად, არქიტექტორის, მ.ვ. ბუზოგლის მიერ, რომელიც ითვლება საქართველოს კურორტების განაშენიანების ერთერთ ფუძემდებლად. 1933 წლამდე გრძელდებოდა მშენებლობა, რა დროსაც აბანოებს დაემატა მოსაცდელი და მოსასვენებელი ოთახები, აუზები.


ამ შენობის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი დგას პირდაპირ მინერალური რადონის წყაროზე, რაც ყოველი პროცედურის დროს, წყლის ბუნებრივად განახლების და ცირკულაციის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, წყალი ინარჩუნებს ტემპერატურას და ქიმიკურ-ფიზიკურ თვისებებსაც. ყოველი ჯგუფური სეანსის დროს, კი წყალი მთლიანად იცლება და თავიდან ივსება. მაღალი წნევის დამსახურებით, აუზის ავსებას სულ რაღაც 30 წუთი სჭირდება.


2016 წელს დამთავრდა შენობის კაპიტალური რემონტი და დღეს ეს უკვე სამედიცინო-გამაჯანსაღბელი ცენტრია, რომელიც გვთავაზობს ყველა აუცილებელ აპარატურას და კვალიფიციურ პერსონალს.


მისამართი: ქალა წყალტუბოს, საკურორტო პარკი, შენობა N1

სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ყოველდღე)

ტელ. +995 436 224 173, +995 436 224 196

ბალნეოცენტრი №1, წყალტუბო


*ფასები მოცემულია ლარში

**ექიმის კონსულტაცია

20

ელექტროთერაპიული პროცედურები

10

სამკურნალო კლასიკური მასაჟი

15

სამკურნალო ფიზკულტურა აუზში

7

პელოიდოთერაპია

15

ჰიდრომასაჟი

15

მინერალური წყლის აბაზანა

12

გინეკოლოგიური ირიგაცია მინერალური წყლით

16

აღმავალი შხაპი

8

ტალახის ტამპონადა + სტუმულ.

40

ცირკულარული შხაპი

8

შხაპი "შარკო"

10

ანტიცელულიტური მასაჟი

50

ჰიდროკოლონოთერაპია

75

სამკურნალო-სარელაქსაციო მასაჟი

50

გამაჯანსაღებელი ცენტრის პარტნიორი სასტუმროები