თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი


თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, ძველ თბილისიში, აბანოების გვერდით მდებარეობს. ეს პროექტი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო პროფესორ მიხეილ ზანდუკელის და ნიკო ნიკოლაძის მიერ. 

საბჭოთა პერიოდში ცენტრს დღეში 1000 პაციენტის მიღება შეეძლო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი რთული პერიოდი დაუდგა და მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში იზრდება მომხმარებლების და შემოთავაზებული მომსახურების რაოდენობა.


2018 წელს ჩატარადა კაპიტალური სარესტავრაციო სამუშაოები, მთლიანად განახლდა აპარატურა და ტექნიკური აღჭურვილობა. სამუშაო პროცესების დროს, მფლობელებმა დიდი ყურადღება მიაქციეს შენობის ისტორიული ინტერიერის და ექსტერიერის შენარჩუნებას. ისტორიის საპატივსაცმოდ პატარა სამუზეუმო კუთხეც კი გაიხსნა, სადაც შესაძლებელია ბალნეოლოგიური ცენტრის მე-20 საუკუნის ეპოქის გაცნობა.

ცენტრის ორ სართულზე ფუნქციონირებს კლინიკის განყოფილება, ფიზიოთერაპიული და ბალნეოლოგიური, კლინიკური დიაგნოსტიკური ლაბორატორია, მასაჟის, ესთეტიკური მედიცინის და კოსმეტოლოგიის განყოფილებები.


გამაჯანსაღებელ ცენტრში დაგხვდებიან უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმები და პროფესორები, რომელთა პრაქტიკაზე დაყრდნობით იმართება სწავლება საქართველოს უნივერსიტეტებში.

მენეჯმენტის უახლოეს გეგმებშია, ცენტრის მესამე სართულზე სასტუმროს მოწყობა. შესაბამისად, ეს იქნება თბილისში ერთადერთი სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ბალნეოლოგიური კომპლექსი სრული მომსახურებით.

თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის და გვთავაზობს კუთხეს ბავშვებისთვისაც. 


კურორტი მაქსიმალურად გათვლილია მომხმარებლის კომფორტზე: 

პირველ სართილზე დაგხვდებათ მიმღები და გამოსაცვლელი.

პირველი ვიზიტისას, ადმინისტრატორი გაგიხსნით მომხმარებლის ბარათს.

ექიმი, კი შეგიდგენთ დეტალურ პროცედურების სქემას

პროცედურებს შორის კომფორტული დასვენებისთვის, კი შექმნილია სარელაქსაციო ზონები


სამუშაო საათები:

ყოველდღე:10:00-21:00 (შაბათ-კვირის ჩათვლით)

მისამართი: გორგასლის ქ. N9 

გამაჯანსაღებელი ცენტრის პარტნიორი სასტუმროები

სასტუმრო აივანი
სასტუმრო აივანი

მინიმალური ფასი პერსონაზე : GEL 57.43

The Biltmore Hotel Tbilisi
The Biltmore Hotel Tbilisi

მინიმალური ფასი პერსონაზე : GEL 447.34

სასტუმრო ალავერდი პალასი
სასტუმრო ალავერდი პალასი

მინიმალური ფასი პერსონაზე : GEL 90.68

მერკური თბილისი ძველი ქალაქი
მერკური თბილისი ძველი ქალაქი

მინიმალური ფასი პერსონაზე : GEL 256.92

სამედიცინო ველნეს კურორტი ბიოლი
სამედიცინო ველნეს კურორტი ბიოლი

მინიმალური ფასი პერსონაზე : GEL 755.64

სასტუმრო ფოლკი
სასტუმრო ფოლკი

მინიმალური ფასი პერსონაზე : GEL 166.24