კოლხიდა, ურეკი

კოლხიდა, ურეკი

საქართველოში ერთერთი მოწინავე სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს ურეკში, სანატორიუმ კოლხიდაში.


კლინიკა გთავაზობთ სერტიფიცირებული სპეციალისტების მომსახურებას: თერაპევტი, პედიატრი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, საბავშვო ნევროპათოლოგი, ფიზიოთერაპევტი, რეაბილიტოლოგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი.

სამკურნალო-გამაჯანსაღებელ ცენტრში ფუნქციონირებს თანამედროვე დიაგნოსტიკური ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია ყველა აუცილებელი ანალიზის ჩაბარება.

პროფესიონალების გუნდი ყურადღებით ადევნებს თვალს მკურნალობის და გაჯანსაღების პროცესს, დაგეხმარებათ ყველა ეტაპზე და მაქსიმალური კომფორტისთვის კლინიკაში ხორციელდება სადღეღამისო მორიგეობა.


სამკურნალო ცენტრი ორიენტირებულია რეალურ შედეგზე:

პირველი ვიზიტისას იხსნება მომხმარებლის ბარათი

ექიმის კონსულტაციის შედეგად პაციენტი მიიღებს დეტალურ რეკომენდაციებს და მოსახერხებელ სამკურნალო-გამაჯანსაღებელ გეგმას

სამკურნალო კურსის დასრულებისას კი, საბოლოო ვიზიტისას შეფასდება მკურნალობის შედეგები და ორგანიზმის მდგომარეობა. რეკომენდაციების მიღებასთან ერთად შედგება მკურნალობის და გაჯანსაღების სამომავლო გეგმებიც



იმის გათვალისწინებით, რომ აკლიმატიზაციის და ადაპტაციის პერიოდი 3-დან 7 დღემდე მერყეობს და მკურნალობის კურსის დადებითი შედეგების გამყარებასაც გარკვეული პერიოდი სჭირდება, ოპტიმალური კურსის ხანგრძლივობა ურეკში 24-28 დღეს შეადგენს.

მისამართი: ოზურგეთი, კურორტი ურეკი, თაყაიშვილის ქუჩა N117

კოლხიდა, ურეკი

კოლხიდას ძირითადი მკურნალობის მეთოდები:

მაგნიტური ქვიშების აბაზანები: მათი ხანგრძლივობა განსხვავდება ინდივიდუალურად უფროსებისთვის 10-დან 40 წუთამდე, ხოლო ბავშვების შემთხვევაში 5-დან 15 წუთამდე. ამ პროცედურების თერაპიული მოქმედება განპირობებულია უმთავრესად ტემპერატურული ფაქტორის, ქვიშის მექანიკური და მისი მაგნიტური ველის ზეგავლენის შეთანხმებით. 
ბალნეოლოგიური პროცედურები (ევკალიპტის, ფიჭვის, მარგალიტის და ანტიალერგიული აბაზენები)
ზღვის პროცედურები, აბაზანები
ფიზიოთერაპიის პროცედურები (ფონოფორეზი, UHF, ამპლიპული, ელექტროფორეზი და სხვა)
მასაჟი და სამკურნალო ვარჟიშები

პროცედურები და ფასები

დასახელება

ფასი ლარში

1

პედიატრის კონსულტაცია

20

2

კარდიოლოგის  კონსულტაცია

20

3

ნევროლოგის კონსულტაცია

20

4

თერაპევტისკონსულტაცია

20

5

ორთოპედი-ტრავმატოლოგის კონსულტაცია

40

Клинико – диагностические исследования

6

სისხლის საერთო ანალიზი

10

7

შარდის საერთო ანალიზი

10

8

სისხლში შაქრის განსაზღვრა გლუკომეტრით

10

9

პროთრომბინის ინდექსის განსაზღვრა INR

10

10

კოაგულოგრამა

20

11

ქოლესტერინის განსაზღვრა

10

12

კალცის განსაზღვრა

10

13

ელექტრო კარდიოგრფია (ეკგ)

10

14

ულტრაბგერითი გამოკვლევა

40-50

პროცედურები

15

თავი და კისერი

25

16

ზედა კიდურები და კისერი

25

17

ქვედა კიდურები და წელი

25

18

ზურგი

25

19

ქვიშის აბაზანები პლიაჟზე

10

20

ქვიშის აბაზანები ხელოვნურად გამთბარი ქვიშით დახურულ შენობაში

20

21

ტრენაჟორი გროსა დცპ-თათვის

40

22

რაიდთერაპია (თერაპია ცხენით)

20

23

ინჰალაცია ნებულაიზერით

10

24

სამკურნალო აბაზანები: ევკალიპტის, წიწვის და ანტიალერგიული

15

25

ფიზიოთერაპია

20

26

ელექტროფორეზი

10

27

ფონოფორეზი

10

28

ულტრა მაღალი სიხშირის დასხივებით მკურნალობა

10

29

ამპლიპულსთერაპია

10

30

პარაფინის აპლიკაციები

10

გამაჯანსაღებელი ცენტრის პარტნიორი სასტუმროები

სასტუმრო ალბატროსი
სასტუმრო ალბატროსი

მინიმალური ფასი პერსონაზე : GEL 90.85

სასტუმრო თბილისი
სასტუმრო თბილისი

მინიმალური ფასი პერსონაზე : GEL 42.4