საქართველო



ადგილობრივი ლანდშაფტი - ზღვა, მთა, მდინარე და გარემო, რომელიც თავისი მრავალფეროვნებით ჯერ კიდევ აოცებს მნახველს. დღემდე შენარჩუნებულია ამ მიწების მრავალწლოვანი სამკურნალო თვისებები, ჰაერში, წყალში. კლიმატსა და ლაჟვარდში ჩაძირულ სიმწვანეში. 

როგორც ცნობილია, აქ, ჩ. წ-მდე II ათასწლეულში, ცხოვრობდა მედეა, აიეტის შვილი, რომელიც დღეს, მსოფლიოში აღიარებულია მედიცინის ერთერთ ფუძემდებლად. სწორედ აქ იღებს დასაბამს უამრავი დაავადების განკურნების როგორც ხერხები ასევე საშუალებანი. 



ეს საქართველოა! სადაც დღემდე ხალხმა მოიტანა ის ტრადიციები და კულტურა, რომელსაც არა მხოლოდ მნახველის გაოცება შეუძლია, არამედ მისი განკურნება. და შეკითხვაზე, თუ რა არის მისი გამორჩეული ღისშესანიშნაობა,- გიპასუხებთ, რომ ეს არის მრავალფეროვნება, მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და თანამედროვე ადამიანის ინტერესთა თანხვედრა. სწორედ აქ არის შესაძლებელი ადამიანი მოწყდეს ყოველდღიური ცხოვრების დაძაბულ რიტმს და ჩაიძიროს საოცარი ბუნების პეიზაჟებში, თუმცა ამავე დროს, ისარგებლოს მაღალტექნოლოგიური მომსახურებით რათა არ შემოაკლდეს თანამედროვე მიღწევების მიერ შექმნილი კომფორტი.

ეს არის ევროპული ქვეყანა, უძველესი ისტორიით, სამზარეულოთი, ღვინით, არქიტექტურით, სტუმართმოყვარე და თბილი ხალხით, ულამაზესი ბუნებით და სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეებით. ეს ის ადგილია, რომელიც თქვენ, მხოლოდ საკუთარი თვალით უნდა ნახოთ და აღიქვათ, დიახ, ეს საქართველოა...