დაჯავშნა და გადახდა

ვებ-გვერდზე დამატებულია სხვადასხვა კურორტზე არსებული სასტუმროები და გამაჯანსაღებელი კომპლექსები. თქვენ გაქვთ საშუალება დაჯავშნოთ ნებისმიერი მათგანი სასურველი პერიოდით და მომსახურებით.


  • თქვენთვის სასურველი კურორტი თუ გამაჯანსაღებელი კომპლექსი, შეგიძლიათ აირჩიოთ შესაბამისი დაავადების მიხედვით
  • მას შემდეგ რაც აირჩევთ სასტუმროს და ოთახის კატეგორიას (აუცილებელია მიუთითოთ უფროსების და ბავშვების რაოდენობა (ასაკი), რა ტიპის კვება გსურთ და გსურთ თუ არა მკურნალობა) და შეიყვანთ პირად ინფორმაციას, დაჯავშნის ღილაკზე დაჭერით, ჯავშანი გამოიგზავნება ჩვენთან.
  • ჩვენის მხრივ, დაგვჭირდება დრო, რათა გადავამოწმოთ თქვენი ჯავშანი და დავადასტუროთ.

  • ჯავშანის დასტურს გიგზავნით თქვენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე, ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ გადახდას, 24 საათის განმავლობაში (წინააღმდეგ შემთხვევაში ჯავშანი გაუქმდება).

  • თანხის გადახდა ხდება ბარათის მეშვეობით, ნაწილობრივ, მთლიანი თანხის 10-15 %. ეს დამოკიდებულია სასტუმროს თუ გამაჯანსაღებელი კომპლექსის პოლიტკაზე და ჯავშანის დადასტურებისას ჩვენის მხრივ გიდასტურებთ წინასწარი შესატანი თანხის რაოდენობასაც.
  • მას შემდეგ რაც გადაიხდით თანხას, მაქსიმუმ 48 საათის განმავლობაში, გიგზავნით თქვენს ჯავშანის ვაუჩერს.

  • დანარჩენი თანხის გადახდა ხდება ადგილზე.

  • სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მთლიანი თანხის წინასწარ გადახდაც, ამისთვის მოგვწერეთ - info@balneogeo.com

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგკვიკავშირდეთ. გისურვებთ წარმატებებს J


*იმ სასტუმროებისთვის, სადაც არ არის სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურები, ჩვენ გთავაზობთ პაკეტებს, რომლებშიც შედის სასტუმროს მომსახურება და მითითებულ გამაჯანსაღებელ სამედიცინო ცენტრებში შესაბამისი პროცედურები. პაკეტის შეძენის და გადახდის პროცესიც ანალოგიურია.