ჩვენს შესახებ

არ არსებობს მეტი სიმდიდრე, ვიდრე ჯანსაღი სხეული და სული

ირინა უიბო, პროექტის ორგანიზატორი 



მოგესალმებით,


თუ თქვენ ამას კითხულობთ, ესეიგი ჩვენი სტუმარი ხართ და ჩვენმა შრომამ უკვალოდ არ ჩაიარა.


სამკურნალო-გამაჯანსაღებელ კურორტებზე საინფორმაციო პორტალის შექმნის იდეა ნელნელა მოდიოდა. პროექტში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში პროფესიონალურად არიან ჩართულნი რეაბილიტაციისა და მკურნალობის, სანატორიუმებისა და კურორტების სფეროში, გამაჯანსაღებელი და სამკურნალო ტურიზმის განვითარებასა და კონსულტაციაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.


ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ პატარა და საოცარი ქვეყნის უნიკალურობას და კურორტების მრავალფეროვნებას და გვსურს, რომ მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის. სამკურნალო-გამაჯასაღებელი ცენტრები, სასტუმროები და კლინიკები უკვე მზად არიან უმასპინძლონ სტუმრებს და დაეხმარონ გაჯანსაღებასა და რეაბილიტაციაში, გადატანილი დაავადებების შემდეგ.


ხშირად, როდესაც ადამიანებს სჭირდებათ დახმარება, რჩევა და კონსუტლტაცია ამ სფეროში, ცდილობენ მოიძიონ ინფორმაცია სხვადასხვა ხერხებით, მიმართავენ მეგობრებს, ტურისტულ კომპანიებს, სხვადასხვა ვებ-გვერდებს, მაგრამ ყოველთვის ვერ აღწევენ სასურველ შედეგს. ჩვენი მთავარი ამოცანაა შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული და ინფორმაციული ვებ-გვერდი ყველა მსურველისთვის, შესაბამისი მომსახურების შესარჩევად და დასაჯავშნად, ზედმეტი გადასახადებისა და დროის ხარჯვის გარეშე.


მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსების, კლინიკების, სასტუმროების წარმომადგენლებს, რომელთა გარეშეც ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა.


მოხარულნი ვიქნებით, თუ ჩვენი ვებ-გვერდი თქვენთვის მოსახერხებელი და გამოსადეგი აღმოჩნდება, ესეიგი ჩვენმა გუნდმა ეს შეძელო!


ira_CEO.JPG
sopho-CEO.jpg



პროექტის ორგანიზატორები,

ირინა უიბო და სოფიკო შენგელია