ხშირად დასმული შეკითხვები

1) როგორ ავარჩიო კურორტი

თუ კონკრეტული კურორტით არ ხართ დაინტერესებული, უმჯობესია მიმართულება დაავადების მიხედვით აირჩიოთ. ამისთვის შედით დაავადების განყოფილებაში, აარჩიეთ თქვენი პროფილის დაავადება და მასთან დაკავშირებული კურორტებიდან აარჩიეთ თქვენთვის სასურველი. სულ, კურორტები დაყოფილია ოთხ კატეგორიად: ბალნეოლოგიური, კლიმატური, ზღვის და ტალახით სამკურნალო. თითოეული მათგანი განსხვავებულია თავისი სპეციფიკით და გააჩნია სეზონურობაც.


2 ) როგორ ვაწარმოო გადახდა?

გადახდებთან და ჯავშანთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე: დაჯავშნა და გადახდა


3) დამხვდება თუ არა კურორტზე სპეციალისტი, რომელთანაც გავივლი კონსულტაციას მკურნალობის და გაჯანსაღების საკითხთან დაკავშირებით?

თითქმის ყველა კურორტზე დაგხვდებათ შესაბამისი სპეციალისტი. თუმცა თითოეული სასტუმროს აღწერაში, გამაჯანსაღებელი პროცედურების განყოფილებაში, მიიღებთ ინფორმაციას სამკურნალო & გამაჯანსაღებელი მომსაუხრების პირობების შესახებ.

ზოგიერთ კურორტზე, ჯერჯერობით მხოლოდ თვითმკურნალობა არის შესაძლებელი.