სიახლეები

წარმოგიდგენთ მშრალ ჰიდრო მასაჟს

წარმოგიდგენთ მშრალ ჰიდრო მასაჟს

ეს არის ჰიდროთერაპიის ახალი მეთოდი, როდესაც წყალი წნევით ზემოქმედებს სხეულზე მასთან პირდაპირი შეხების გარეშე,  თხელი ფირით გამოყოფილი წყალი თბილია და ამიტომ ეს პროცედურა სასიამოვნო და კომფორტულია.

მშრალი ჰიდრომასაჟის ჩვენებები:

• კუნთოვანი სისტემის დაავადებების დროს
• გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ნერვული სისტემის დაავადებების დროს
• ტრავმებისა და ოპერაციების შემდგომი რეაბილიტაცია
• მეტაბოლიზმის დარღვევის და სიმსუქნის დროს
• ფსიქოთერაპიის და „ანტისტრეს“ პროგრამებში

ეს მეთოდი უნიკალურია იმით, რომ თითქმის არ გააჩნია უკუჩვენება.

დღეს, საქართველოში მშრალი ჰიდროთერაპია ხელმისაწვდომია, მხოლოდ გამაჯანსაღებელ სასტუმრო პრომეთეში, კურორტ წყალტუბოში.