სიახლეები

იცოდით რომ?... კურორტი რაჭა

იცოდით რომ?... კურორტი რაჭა

1. კურორტი შოვი - ყველაზე მაღალმთიანი ბალნეოლოგიური კურორტია საქართველოში

 

2. კურორტი უწერას დაარსება ლეგენდის თანახმად თამარ მეფის სახელს უკავშირდება

 

3. სახელგანთქმული ექიმი შამშე ლეჟავა ოცნებობდა შოვში უნიკალური კურორტის შექმნაზე, რომელიც ევროპული ბადენის და დავოსის მსგავსი იქნებოდა.

 

4. ულამაზესი შაორის ტბა ხელოვნურია და თავის გარშემო უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის.


5. უწერაში შენარჩუნებულია მრავალსაუკუნოვანი ხეივანი, სადაც ზოგიერთი ხე 800 წლისაა და დამადასტურებელი საბუთიც გააჩნია.

 

6. შოვში 13 მინერალური წყაროა, ხოლო უწერაში 28.

 

7. რაჭის ბოლო „სანატორიუმი“ 9 წლის წინ, უწერაში დაიხურა.

 

8. საკურორტო სეზონად ითვლება პერიოდი მაისიდან ოქტომბრამდე.

 

9. შოვი ასევე მაღალმთიანი კლიმატური კურორტიც არის.

 

10. მინერალური წყლები შოვშიც და უწერაშიც საჯაროდ ხელმისაწვდომია.

უფრო დეტალურად კურორტ რაჭაზე წაიკითხე  >>>>>> აქ